00:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიმიტრი ქუმსიშვილი: „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა იმ პროფესიის ადამიანებს მოამზადებს, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია“
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

ევროს კურსი ბოლო სამი წლის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა

 

ევროს კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო სამი წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა, წერს Blomberg და ამის მიზეზად გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მიმდინარე მოლაპარაკებების თითქმის დასრულებულ პოროცესს ასახელებს.

 

ბოლოს ევრო ასეთი ძლიერი 2014 წლის დეკემბერში იყო. ბოლო 3 დღეში 3 პუნქტით მოიმატა ევროპის  Stoxx Europe 600 ინდექსმა, რომელიც ამჟამად 397.57-ს შეადგენს. ამ ფონზე, 0,4%-ით დაეცა Bloomberg Dollar Spot Index და 1 ევრო უკვე 1,2125 აშშ დოლარი ღირს. 

 

 

შეგახსენებთ, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ბოლოს, კოალიციური მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ დაიწყო, სადაც ანგელა მერკელის ბლოკმა ლიბერალ-დემოკრატებთან და მწვანეთა პარტიასთან პოზიციების შეჯერება ვერ შეძლო.

 

არჩევნების მიხედვით, ბუნდესტაგში 246 ხმა აქვს ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების ბლოკს, ხოლო მთვარმა ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 153 მანდატი მოიპოვა.

 

დღეს სრულდება მოლაპარაკებები ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალსტურ ბლოკსა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის და, დიდი ალბათობით, მთავრობის ფორმირებაც მოხდება, რადგან მათი შეთანხმების შემთხვევაში სხვა პარტიებთან პოზიციის შეჯერება საჭირო აღარ არის.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
  • მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაფინანსების სისტემას ცვლის
  • NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 იანვარი, 2018

• კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 24% ვაჭრობის სექტორზე მოდის. • დეპოზიტების 20% რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. • 2017...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 იანვარი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1.59%-ით, ხოლო ევროსთან 0.09%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.