15:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპი დანებდა და ირანისთვის სანქციების შეჩერების რეჟიმი გაახანგრძლივა
ევროს კურსი ბოლო სამი წლის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა

სიახლეები

დიმიტრი ქუმსიშვილი: „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა იმ პროფესიის ადამიანებს მოამზადებს, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია“

 

„2800 მეტრის სიმაღლეზე ოფიციალურად გაიხსნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალურ გახსნაზე. 

 

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას.

 

ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და სამთო გამყოლთა დარგის  სპეციალისტები. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები
  • სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს
  • საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 ოქტომბერი, 2018

• 2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. • სექტემბერში სახელმწიფო ობლიგაციებზე...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 ოქტომბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,95%-ით, ხოლო ევროსთან 1,56%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.