19:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა მიზნები აქვს სათავგადასავლო ტურისტულ სკოლას?
ტრამპი დანებდა და ირანისთვის სანქციების შეჩერების რეჟიმი გაახანგრძლივა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

12 იან 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საწარმო, შპს „ჯეოჩემი“ გაიხსნება. სააგენტოში არსებული ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლების დახმარებით, კომპანია საქართველოს ბაზარს 6 თვის განმავლობაში იკვლევდა და მომზადდა ვრცელი ბიზნესგეგმაც, რომლის თანახმადაც შპს „ჯეოჩემი“ ვალდებულია 2 445 168 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. თუმცა კომპანიიის სამომავლო გეგმებში ჯამურად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება შედის.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხელფასებთან და პრემია–დანამატებთან დაკავშირებული ფინანსური დეტალები განმარტა. მისი განცხადებით, ის პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლებისთვის პრემიების გამოწერის შესახებ: „ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე. ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროს კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო სამი წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა, წერს Blomberg და ამის მიზეზად გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებულ პოროცესს ასახელებს. ბოლოს ევრო ასეთი ძლიერი 2014 წლის დეკემბერში იყო. ბოლო 3 დღეში 3 პუნქტით მოიმატა ევროპის Stoxx Europe 600 ინდექსმა, რომელიც ამჟამად 397.57-ს შეადგენს. ამ ფონზე, 0,4%-ით დაეცა Bloomberg Dollar Spot Index და 1 ევრო უკვე 1,2125 აშშ დოლარი ღირს.

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმი შეცველა. ამიერიდან თქვენს Facebook გვერდზე უფრო მეტი მეგობრის პოსტი და სიახლე შეგხვდებათ და უფრო ნაკლები მასობრივი მედია საშუალებების ან ბრენდების სიახლე. ეს გადაწყვეტილება მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლის მოთხოვნით ახსნა. მისი თქმით, შემოდიოდა უამრავი საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანები ჩიოდნენ, რომ სიახლეების ზოლი მედიისა და ბრენდების ველად გადაიქცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის სანქციების შეჩერების რეჟიმი კიდევ 120 დღით გაახანგრძლივაა, წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობდა ბირთვული შეთანხმების დარღვევის საჭიროებაზე და მას „ყველა დროის ყველაზე ცუდ შეთანხებას“ უწოდებდა, როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებისა და ამ საკითხში მისი ოპონენტების აზრიც გაითვალისწინა. ოფიციალურ განცხადებას სანქციების შეჩერების რეჟიმის გახანგრძივებასთან დაკავშირებით თეთრ სახლში პარასკევს გააკეთებენ. შეგახსენებთ, 2015 წელს ირანმა, 6 ქვეყანასთან ერთად, „ერთობლივ კომპლექსურ სამოქმედო გეგმას“მოაწერა ხელი, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ითვალისწინებს და რომლის ძალითაც ირანს საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები მოეხსნა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • იანვარ-მარტში ევროკავშირში ექსპორტი 27,6%-ით გაიზარდა დსთ-ში 48%-ით
  • „საქართველოს ბანკმა“ სპეციალურად ტურისტებისთვის Tourist Card შექმნა
  • დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

მამუკა ბახტაძე - უნდა შევამციროთ ჭარბვალიანობა და გავაკეთოთ პრევენცია, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9 - 14 აპრილი, 2018)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.26%-ით, ხოლო ევროსთან მიმდინარე კვირაში 0.75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.