07:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ყოველდღიური აღრიცხვა ელექტრონული ბარათების საშუალებით მოხდება
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ

სიახლეები

"იმედი L" შსს-ს თანამშრომლებს დააზღვევს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას კომპანია „იმედი L” დააზღვევს. სამედიცინო დაზღვევის უმსხვილესი გარიგების ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით, 11 455 500 ლარია. სადაზღვევო კომპანიის მფლობელი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვების შედეგად მათი დაზღვეულების რაოდენობა 65 000-ით გაიზარდა. სულ კი კლიენტების რაოდენობამ 155 ათასს მიაღწია. 

 

აღნიშნულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. „იმედი L“-მა „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და „პსპ დაზღვევას“ დაბალი ფასით მოუგო.

 

“2017 წლის ივნისიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ჩვენმა ბიზნესმა მნიშნველოვანი ინიციატივები განახორციელა არსებულ კლიენტებთან კონტრაქტების ფასების გაუმჯობესებითა და წამგებიანი კონტრაქტების შეწყვეტით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის. ძალიან მიხარია, ახალი ასეთი დიდი კლიენტის შეძენა. ჩვენ ველით, რომ გაზრდილი კლიენტების ბაზა გააუმჯობესებს ჩვენი ბიზნესის რენტაბელობას. ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენ ბიზნეს მოდელში, რადგან ის არის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესების ძირითადი მკვებავი, განსაკუთრებით კი ჩვენი ამბულატორიული კლინიკების,” - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ. 

 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია „ევექსს„ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს. თავად საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი BGEO ჯგუფში შემავალი ბიზნესია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი