23:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

საუდის არაბეთში ქალებს გამომძიებლად მუშაობის ნებას რთავენ

 

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ქალი გამომძიებლების მიღებაზე ვაკანსიები გამოაცხადა. კონკურსი, რომლის გავლაც საგამოძიებო უწყებაში მუშაობის დაწყების მსურველ ქალბატონებს მუწევთ, საკმაოდ რთულია. 

 

განცხადების შეტანა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს. ინფორმაციას Al Hayat ავრცელებს. გარდა გონებრივი და პროფესიული ტესტირებისა, მსურველებს ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებაც მოუწევთ. „ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით“, - თქვა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა შეიხ საუდ ალ-მუჟიბმა. 

 

გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქალებს სისხლის სამართლის გამოძიების წარმოების, სასამართლო განაჩენის აღსრულების კონტროლის, სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის, ციხეების ინსპექტირებისა და საჩივრების რეგისტრირების უფლება ექნებათ, რაც ისლამური ქვეყნისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.

 

ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთში კანონების ლიბერალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არ არის. 2 თვის წინ, ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს - შესაბამის ბრძანებას ხელი მეფე აბდულ-აზიზ ალ საუდმა მოაწერა.

 

2017 წლის დეკემბერში საუდის არაბეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ უქმდება 35 წლის წინ შემოღებული აკრძალვა და მომდევნო წლის მარტიდან ქვეყანაში კინოთეატრები გაიხსნება, რომლებიც 80-იანი წლების დასაწყისში ფუნდამენტალისტების ზეწოლის შედეგად დაიხურა. 

 

2018 წლის იანვრიდან კი საუდის არაბეთის მთავრობამ ქალებს საფეხბურთო სტადიონებზე შესვლისა და მატჩებზე დასწრების ნება დართო.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.