00:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წლის ყველაზე რეზონანსული თემები მედიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

სიახლეები

BITFURY-მ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა

 

Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია, რომელთანაც მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად. 

 

„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოვება აზიის ბაზარზე“, - განაცხადა ვავილოვმა. 

 

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი. 

 

Chong Sing Holdings ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელეს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება. 

 

Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.