10:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
BITFURY-მ გლდანის დატა ცენტრი გაყიდა

სიახლეები

2018 წლის ყველაზე რეზონანსული თემები მედიაში

 

2018 წლის სულ რამდენიმე დღეა გასული, თუმცა ქართული მედია საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს რეზონანსული თემების თვალსაზრისით, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

 

"აიფიემი" წარმოგიდგენთ, აქტუალურ თემებს და მათი გამოვლინების სტატისტიკას, ქართულ მედია სივრცეში, 01-17 იანვრის განმავლობაში.

 

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი მაჩალიკაშვილის საქმე, ყველაზე რეზონანსული თემა იყო მიმდინარე წლის გასული პერიოდის განმავლობაში. ჯამში 1800-ზე მეტ სტატიასა და სიუჟეტში მოიხსენიეს ეს თემა.

14 თემიდან 3 ბიზნეს ნიუსია, „მაგთიკომისა“ და „საქართველოს ბანკის მონაწილეობით“. ერთი ნიუსი კულტურული ხასიათისაა, „სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის“ თაობაზე.

 

მნიშნელოვანია ბავშვთა საკითხები, რომელსაც ბაღების მენიუს და იმუნიზაციის თემები დაეთმო. კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივა, ბაღებში, საკვები პროდუქტების ხარისხობრივი შემადგენლობის ცვლილების თაობაზე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, ვაქცინის გამოყენების თაობაზე, რომელსაც რავალფეროვანი ინტერპრეტაციების გავრცელების საფუძველზე, ძირითადად სოციალური

 

ქსელების მეშვეობით, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ოფიციალური, პასუხისმგებელი ორგანოებისა და პირების მხრიდანაც. 

 

დანარჩენი თემები პოლიტიკური ხასიათისაა. სამწუხაროდ, 14 თემიდან, მხოლოდ ერთია პოზიტიური ხასიათის, საქართველოს ბანკის მიერ იბიარდის საკრედიტო ხაზის მიღების თაობაზე. თემების უმრავლესობა ნეგატიური ან ნეიტრალური ხასიათის მატარებელია.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.