23:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან

სიახლეები

აშშ მომდევნო წელს რუსეთის "შეკავებისთვის" 6,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს

 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მომდევნო ფისკალური წლის მანძილზე მნიშვნელოვნად, 6,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდოს ე.წ. "შეკავების ევროპოული ინიციატივისთვის" გამოყოფილი ხარჯები. 

 

შესაბამისი ტექსტი აშშ-ის 2019 ფინანსური წლის ბიუჯეტის დოკუმენტში იკითხება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს გადაუგზავნა განხილვისთვის. პროგრამა ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლადაა შემუშავებული. 

 

მასში აქტიური ჩართულობა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, ამაღლებს პარტნიორების სამხედრო პოტენციალს და ზრდის რწმენას ამერიკის სამხედრო ძლიერებისადმი, ნათქვამია დოკუმენტში. 

 

თეთრი სახლის აზრით, ამერიკამ უნდა შეადგინოს სამხედრო წვრთნების აგრესიული გრაფიკი და NATO-ს წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორების შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხედრო სწავლებები დაგეგმოს.  

 

გარდა ამისა, ბიუჯეტის ტექსტში ღიადაა საუბარი უკრაინისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზეც. ტრამპის ადმინისტრაცია ამ რეგიონს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და 2019 წელს კიევისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. 

 

ახლა დოკუმენტი კონგრესში უნდა განიხილონ და შეაჯერონ. მომდევნო ფისკალური წელი აშშ-ში 2018 წლის ოქტომბერში იწყება. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.