21:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კოალიციური ძალების ავიაშეტევას სირიაში 200-ზე მეტი რუსი დაქირავებული მებრძოლი ემსხვერპლა
აშშ მომდევნო წელს რუსეთის "შეკავებისთვის" 6,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

13 თებ 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

ცნობილი ამერიკელი მილიარდერი და ფინანსისტი ჯორჯ სოროსი „ბრექსიტის“ წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. მან ამ კამპანიისთვის დამატებით 100 ათასი ბრიტანული ფუნტი (140 ათასი აშშ დოლარი) გამოყო. თანხა მილიარდერმა კვლავ პოლიტიკურ მოძრაობა Best for Britain-ს (საუკეთესო ბრიტანეთისთვის) გადაურიცხა. საინტერესოა, რომ ჯერ 1 კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ჯორჯ სოროსმა ამ კამპანიაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. „მე მოხარული ვარ, რომ შემიძლია უსამართლობისა და ბინძური, ცრუ კამპანიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მონაწილე ვიყო“, - თქვა სოროსმა The Telegraph-თან საუბრისას. ორგანიზაცია Best for Britain-ს ყოფილი დიპლომატი და ექს-მინისტრი მარკ მელოჰ-ბრაუნი და ჯინა მილერი ხელმძღვანელობენ. მარკმა უკვე დაადასტურა, რომ ჯორჯ სოროსი მათ კამპანიას აფინანსებს.

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ქალი გამომძიებლების მიღებაზე ვაკანსიები გამოაცხადა. კონკურსი, რომლის გავლაც საგამოძიებო უწყებაში მუშაობის დაწყების მსურველ ქალბატონებს მუწევთ, საკმაოდ რთულია. განცხადების შეტანა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს. ინფორმაციას Al Hayat ავრცელებს. გარდა გონებრივი და პროფესიული ტესტირებისა, მსურველებს ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებაც მოუწევთ. „ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით“, - თქვა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა შეიხ საუდ ალ-მუჟიბმა. გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქალებს სისხლის სამართლის გამოძიების წარმოების, სასამართლო განაჩენის აღსრულების კონტროლის, სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის, ციხეების ინსპექტირებისა და საჩივრების რეგისტრირების უფლება ექნებათ, რაც ისლამური ქვეყნისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. გიორგი კვირიკაშვილმა როზარია პულისის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღინიშნა, პროცესში ახალი დინამიკის აუცილებლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას ხაზი გაესვა ნატო-ს პროექტებს საქართველოში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხორციელდება და ამ ნაწილში, ქართული მხარის ეფექტურ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელდა. ახალი ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს გააცნო. ცვლილებები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ცვლილებები გულისხმობს სანქციების გამკაცრებას, კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მომდევნო ფისკალური წლის მანძილზე მნიშვნელოვნად, 6,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდოს ე.წ. "შეკავების ევროპოული ინიციატივისთვის" გამოყოფილი ხარჯები. შესაბამისი ტექსტი აშშ-ის 2019 ფინანსური წლის ბიუჯეტის დოკუმენტში იკითხება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს გადაუგზავნა განხილვისთვის. პროგრამა ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლადაა შემუშავებული. მასში აქტიური ჩართულობა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, ამაღლებს პარტნიორების სამხედრო პოტენციალს და ზრდის რწმენას ამერიკის სამხედრო ძლიერებისადმი, ნათქვამია დოკუმენტში. თეთრი სახლის აზრით, ამერიკამ უნდა შეადგინოს სამხედრო წვრთნების აგრესიული გრაფიკი და NATO-ს წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორების შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხედრო სწავლებები დაგეგმოს.

მსგავსი სიახლეები

საღამოს საკითხავი

23 თებ 2018ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

23 თებ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

21 თებ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering შეიმუშავებს
  • თბილისში აღმოჩენილი 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება
  • შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღო

კვირის ეკონომიკური მონიტორი 12 - 18 თებერვალი, 2018

• იანვარში ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, იმპორტი 18,1%-ით. • იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 31,1%-ით გაიზარდა. • გასულ კვირას ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (12 - 17 თებერვალი, 2018)

  კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.79%-ით, ხოლო ევროსთან 2.41%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.