06:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთში კონსტიტუციას ცვლიან: სი ძინპინს პრეზიდენტობის უფლება ორი ვადის გასვლის მერეც ექნება
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოულუცია მიიღო

სიახლეები

ამერიკულმა Microsoft-მა ჩინურ Xiaomi-სთან მემორანდუმი გააფორმა

 

კომპანია Microsoft-მა სტრატეგიული მემორანდუმი გააფორმა ჩინურ Xiaomi-სთან ტექნიკური უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში. ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაციას სააგენტო Techcrunch ავრცელებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში, სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია დასავლურ ბაზარზე თავისი ბიზნესის წილის გაზრდას გეგმავს.

 

კომპანია Nokia-სთან წარუმატებელი თანამშრომლობის შემდეგ ეს ამერიკული გიგანტის მეორე მცდელობაა. შეგახსენებთ, 2014 წელს Microsoft-მა  7,2 მილიარდი დოლარი გადაიხადა Nokia-ს სატელეფონო ბიზნესში, თუმცა ეს მცდელობები წარმატებული არ გამოდგა და 2017 წელს სმარტფონების ბაზარზე Microsoft-ის წარმოებულ ტელეფონებსა და მის პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ 0,1%-იანი წილი ჰქონდა დაკავებული.

 

“Xiaomi ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანიაა და ის სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. Microsoft-თან თანამშრომლობა ამ კომპანიას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს“, - ამბობს Microsoft-ის ის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ჰარი შამი.

 

სააგენტოს ცნობით, მემორანდუმში ნათქვამია, რომ კომპანიებს ერთმანეთის ტექნოლოგიებზე ექნებათ წვდომა, ანუ Xiaomi შეძლებს პლატფორმა Azure-ით ისარგებლოს. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...