15:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო „მზა ჩითილი“ გაიხსნა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

Huawei-მ პირველი კომერციული 5G სქემა წარადგინა

 

ბარსელონაში მიმდინარე მობილური ტექნოლოგიების გამოფენაზე ჩინურმა კომპანია Huawei-მ პირველი კომერციული 5G სქემა წარადგინა, რომელიც მომავალში მათ მიერ წარმოებულ სმარტფონებში იქნება გამოყენებული.

 

სქემა Balong 5G01 ერთ-ერთი პირველი მასობრივი წარმოების მეხუთე თაობის ინტენეტის ადაპტერი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს. 

 

Balong 5G01-ის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს ინტერნეტიდან რესურსები 2,3 გიგაბიტ-წამი სიჩქარით ჩამოტვირთოს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიმღები, ჯერჯერობით, საკმაოდ დიდია და მისი ჩამონტაჟება ტელეფონის ზომის გაზრდას გამოიწვევს. თუმცა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეს პრობლემა გადაიჭრება.

 

პრეზენტაციაზე კომპანიის დირექტორმა რიჩარდ იუმ განაცხადა, რომ Huawei-ს ამ ტექნოლოგიის შექმნა 600 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და მალე ამ სქემას ყველგან გამოიყენებენ - ტელეფონებში, ავტომობილებსა და ჭკვიან სახლებში და ა.შ.

 

შეგახსენებთ, აქამდე მსგავს ტექნოლოგიას მხოლოდ Qualcomm და Intel ფლობდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...