05:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34.38%-ით არის გაზრდილი
განსხვავებული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის გამო მეჭიაურმა თანამშრომლებს შეშა არ დაურიგა

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე: სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია რომელიც ქმნის საშუალო ფენას ქვეყანაში

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბიზნესის ინტერგაციის საკითხებზე მიძღვნილ EBRD/OECD-ის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

 

კონფერენციის მუშაობაში, რომელიც თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, 13-14 მარტს იმართება, მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, მოლდოვის, უკრაინის და ბელარუსის ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

 

„საქართველოში, ისევე როგორც თქვენს ქვეყნებში, ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მცირე და საშუალო ბიზნესს. მნიშვნელოვანია ამ სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, მაგრამ პერსპექტივები კიდევ უფრო მეტია. მცირე და საშუალო ბიზნესში დაბანდებული კაპიტალი, როგორც წესი ქმნის 1.5-2.0-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე მსხვილ ბიზნესში კაპიტალდაბანდება. შესაბამისად, ამ სფეროს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს არა მარტო ეკონომიკის დინამიურ ზრდაში, არამედ სახელმწიფოს მდგრადობაში როგორც მაკროეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია რომელიც ქმნის საშუალო ფენას ქვეყანაში. ხოლო ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა ის ქვეყნებია, რომლებზეც მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის თითქმის 35 პროცენტი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კონფერენციის გახსნისას.

 

კონფერენცია ტარდება EBRD-ის და OECD-ის ორგანიზებით და UNDP-ს და ირაკლი კოვზანაძის მხარდაჭერით. ირაკლი კოვზანაძე, 2007-2008 წლებში, იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.