07:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო - აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ირაკლი კოვზანაძე: სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია რომელიც ქმნის საშუალო ფენას ქვეყანაში

სიახლეები

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34.38%-ით არის გაზრდილი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ორი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი).

 

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

 

2018 წლის 2 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 433 202 მგზავრს მოემსახურა, რაც 37.54%-ით (118 231 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (314 971 მგზავრი);

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 6.69%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 48 890 მგზავრი - 3 064 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში;

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 18 129 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 67.06%-ით (7 277 მგზავრით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე;

 

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 470 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 2 652, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 2 395, ხოლო ჩარტერების 257. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 21.54%-ს შეადგენს.

 

8.63%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 19 727, ხოლო წელს, ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 21 430 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2018 წლის II კვარტალში მშენებლობის სექტორი 7.1%-ით შემცირდა
  • თბილისში პარასკევსა და შაბათს ღამის ავტობუსი იმოძრავებს
  • შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 - 16 სექტემბერი, 2018

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით, იმპორტი 21%-ით გაიზარდა. • 2018 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.4%-ით გაიზარდა. • 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 სექტემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,62%-ით ევროსთან 1,05%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 5 მლნ. ლარის აშშ დოლარი შეისყიდა.