01:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34.38%-ით არის გაზრდილი

სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო - აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო - აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი განიხილა.

 

ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

 

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კენეტ უოლაკი -  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენ ტვაინინგი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი,  დეიმონ უილსონი - აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...