05:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს "ბრექსიტის" დაჩქარებისკენ მოუწოდებს
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: „დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“

 

„ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, არსებობს მოლოდინი კონსტრუქციული მიდგომის და იმის, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემა.

 

„ჩვენი მოლოდინია, რომ მიდგომა იქნება კონსტრუქციული. პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე რუსულ მხარეს, იმიტომ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე, აფხაზეთში.

 

შესაბამისად, მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია აქ, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.