18:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
ირაკლი კობახიძე: „დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“

სიახლეები

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს "ბრექსიტის" დაჩქარებისკენ მოუწოდებს

 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას ინანებს, განაცხადა ევროკომისიის ხელძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

უინკერმა შეახსენა ყველას, რომ ბოლო ვადა, როცა შეიძლება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირის დატოვების პროცესი დაიწყოს, 2019 წლის 29 მარტია.

 

„მოვა დრო და ბრიტანელები თავის გადაწყვეტილებას მწარედ ინანებენ“, - თქვა იუნკერმა და დარბაზი მის რემარკას აპლოდისმენტებით შეეგება.

 

იუნკერმა მოუწოდა ბრიტანეთს, ბრიუსელთან ბრექსიტის შესახებ მიმდინარე მოკლაპარაკებები გაააქტიუროს.  გარდა იუნკერისა, ამ საკითხს ევროკომისიის წარმომადგენელი ბრექსიტის საკითხებში გი ვერჰოფსტადტიც შეეხო და ურჩია ბრიტანეთის მთავრობას, „ლოზუნგებისა და განცხადებების“ პერიოდი დაასრულოს და რეალურ მოლაპარაკებაზე გადავიდეს.

 

ვერჰოფსტადტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა საცხოვრებელი და სავიზო უფლებების საკითხში შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაა საჭირო.

 

გარდა ამისა, ევროკომისიამ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის, უფრო თვალსაჩინო გახადოს, თუ რა ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბებას აპირებს ბრიტანეთი ევროკავშირთან ბრექსიტის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.