17:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სტივენ ჰოუკინგი გარდაიცვალა
ერთადერთი უკვდავი არსება დედამიწაზე და სხვა საინტერესო ფაქტები

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

13 მარ 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამსახურიდან დაითხოვა ქვეყნის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. მის ნაცვლად ტრამპი ამ თანამდებობაზე CIA-ს ყოფილ დირექტორს, მაიკ პომპეოს დანიშნავს, ხოლო CIA-ს პირველად ჩაუდგება სათავეში ქალი - ჯინა გასპელი. განცხადება საკადრო ცვლილებების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა. ტილერსონის გადაყენების შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდა გაზეთი Washington Post. დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ყოფილ სახელმწიფო მდივანს გაწეული სამსახურისთვის და არ დააკონკრეტა, რა გახდა მისი გადაყენების მიზეზი.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას ინანებს, განაცხადა ევროკომისიის ხელძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. უინკერმა შეახსენა ყველას, რომ ბოლო ვადა, როცა შეიძლება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირის დატოვების პროცესი დაიწყოს, 2019 წლის 29 მარტია. „მოვა დრო და ბრიტანელები თავის გადაწყვეტილებას მწარედ ინანებენ“, - თქვა იუნკერმა და დარბაზი მის რემარკას აპლოდისმენტებით შეეგება. იუნკერმა მოუწოდა ბრიტანეთს, ბრიუსელთან ბრექსიტის შესახებ მიმდინარე მოკლაპარაკებები გაააქტიუროს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო - აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი განიხილა. ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ორი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი). მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. კახა კალაძის განცხადებით, დღესდღეობით, საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

11 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

10 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.