12:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
“ალდაგი” სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

სიახლეები

პუტინი 107 000 ჩეჩენ მებრძოლს, ჩეჩნური მოსახლეობის 8%-ს სირიაში აგზავნის

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გეგმავს სირიაში 107 000 ჩეჩენი მებრძოლისგან შემდგარი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნოს, - წერს ლიბანური გამოცემა Ad-Diyar, რომელსაც ახლო კავშირი აქვს დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“, სწორედ „ჰეზბოლას“ ასახელებს სააგენტო ინფორმაციის წყაროდ. 

 

პუბლიკაციის თანახმად, ჩეჩნური სამხედრო ნაწილი ჯგუფებად დაიყოფა და დამასკის, იდლიბისა და ალეპოს რეგიონებში 15-15 ათასი ჯარისკაცი განლაგდება, 10-10 ათასი ჯარისკაცი გადაიგზავნება ჰომსის, ჰამასა და დარაას რეგიონებში. 32 ათასი ჯარისკაცი კი სარეზერვო ძალა იქნება.

 

საერთო ჯამში, სირიაში ჩეჩნეთის მთლიანი მოსახლეობის 8%-ის გაგზავნაა დაგეგმილი, წერს სააგენტო.

 

მათ ინფორმაციით, პუტინის გეგმა ქრისტიანული კონტიგენტის ისლამურით ჩანაცვლებას გულისხმობს, ეს მომგებიანია. მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ მეომარ ერს ეხება, როგორიც ჩეჩნეთია. 

 

Addiyar წერს, რომ ვლადიმერ პუტინი, ეტაპობრივად, რუსეთში მცხოვრები სხვა ისლამური ეთნიკური ჯგუფებისგანაც შექმნის რაზმებს და სირიაში გაგზავნის. 

 

შეგახსენებთ, სირიაში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია და დღემდე მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებული ზეპირი ვარაუდები არსებობს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...