16:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩრდილების სტატიკური თეატრი: ქანდაკებები, რომლებიც სურათებს ქმნიან
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

Space X-მა რამდენიმე ათასი თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ნებართვა მიიღო

 

კავშირგაბმულობის ამერიკულმა კომისიამ (FCC) მხარი დაუჭირა აეროკოსმოსური კომპანია Space X-ის გეგმას კოსმოსში რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაშვებასთან და ერთიანი ინტერნეტ-ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ამის შესახებ FCC-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.  

 

გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რამდენადაც კომისისამ პირეველად გასცა ნებართვა კოსმოსში ამ რაოდენობის მცირე თანამგზავრების გაშვებაზე. 

 

Space X-ის მფლობელს, ილონ მასკს სურს შექმნას თანამგზავრული ინტერნეტის ქსელი, რომელიც შესაძლებელს გახდის ადამიანებმა WiFi ინტერნეტით გემებსა და თვითმფრინავებში ისარგებლონ. ინტერნეტს Starlink ერქმევა. 

 

კომპანია 4425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რომლებიც ორბიტაზე დედამიწიდან 1100-1300 კილომეტრის დაშორებით იმოძრავებენ, დამატებით 7518 თანამგზავრი კი 335-346 კილომეტრის დაშრებით იმოძრავებს. სართო ჯამში, Space X 12 000-მდე მცირე თანამგზავრს გაუშვებს. 

 

როგორც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, პროექტის დასკვნითი ფაზა 2020 წელსაა დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...