17:08 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით, მარტში დეფლაცია დაფიქსირდა
პუტინი და ტრამპი მალე შეხვდებიან

სიახლეები

Apple კომპანია Intel-თან თანამშრომლობას წყვეტს
 
კომპანია Apple 2020 წლიდან უარის იტყვის Intel-ის წარმოებულ პროცესორებზე და საკუთარი წარმოების პროდუქტზე გადავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აქვეყნებს. 
 
ინიციატივა, კოდური სახელით "კალამატა", ჯერ დაწყებით სტადიაშია. ესაა Appple-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც კომპანიის პროდუქტების შეთავსებადობის გაზრდას ერთმანეთის მიმართ და სრულ საწარმოო დამოუკიდებლობას გულისხმობს. 
 
Intel-ისთვის ამ კონტრაქტის გაწყვეტა სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან მათი შემოსავლის 5%-ზე მეტი სწორედ Apple-ის მიერ შეძენილ პროცესორებზე მოდის. ამ ინფორმაციის ფონზე, კომპანიას პრობლემები უკვე შეექმნა და ბოლო 24 საათში Intel-ის აქციები საფონდო ბირჟებზე 6%-ზე მეტით დაეცა.  
 
გასული 2017 წელი Intel-ისთვის მეტნაკლებად წარმატებული იყო - კომპანიის სუფთა მოგება 6%-ით გაიზარდა და გაყიდული პროდუქციიის საერთო ფასმა 63 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მთელ მსოფლიოში, პერსონალური კომპიუტერების 90% კი კვლავ Intel-ის პროცესორებზე მუშაობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, შარშანვე  Intel-მა, რომელიც ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება 1992 წლის შემდეგ, ეს ტიტული დაკარგა და ის Samsung-ს გადაულოცა.  
 
Bloomberg განმარტავს, რომ ბაზარზე ლიდერობისთვის მხოლოდ პროცესორების წარმოება საკმარისი არ არის და აუცილებელია სმარტფონებისათვის და სხვა მოწყობილობებისათვის მეხსიერების შიდა და გარე ბარათების წარმოებაც, რაშიც Samsung მკვეთრად აღემატება Intel-ს და Apple-თან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...