17:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული 2018 - 2020 წლების სამოქმედო გეგმები დამტკიცდა
რუსეთის საფონდო ინდექსები ეცემა - რუბლი უფასურდება

სიახლეები

დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

 

"ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე.  „2017 წელს ჩვენ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“.

 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველ როლს კერძო სექტორი ასრულებს. ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა. „აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა.  2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა. „2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით  16.2 პროცენტით გაიზარდა. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წელს მნიშვნელოვნად - 129.6 პროცენტით გაიზარდა   რეინვესტირების მოცულობა და 712 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას,  გადასახადების ნაცვლად თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

 

„პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9 პროცენტია. დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.