11:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

სიახლეები

გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული 2018 - 2020 წლების სამოქმედო გეგმები დამტკიცდა

 

საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის 2018-2020 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა.

 

ეროვნული ჩარჩო-დოკუმენტები აერთიანებს სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამის ერთიან და თანმიმდევრულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია, როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასა და პრევენციაზე, ისე - დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების საჭიროებებზე. 

 

სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და აქტივობა ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 და 16-ე მიზნებს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW), გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა (UPR) და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებს და პასუხობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მოთხოვნებს. 

 

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების შედგენისას, დეტალურად გაანალიზდა გასული წლების სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასებიდან მიღებული გამოცდილება, სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონსულტაციები გაიმართა დევნილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და გათვალისწინებულ იქნა უშუალო ბენეფიციართა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა რეკომენდაციები.

 

სამოქმედო გეგმების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე. სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპები თანხვედრაშია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ვადასთან.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  •  იანვარ-მაისში მგზავრთნაკადი 30.79%-ით არის გაზრდილი
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ივლისი, 2018

• იანვარ-ივნისში ექსპორტი 28.8%-ით, იმპორტი 23%-ით გაიზარდა. • დეპოზიტების 19% რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. • მაისში უძრავი...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9 - 14 ივლისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,16%-ით, ხოლო ევროსთან 0,62%-ით გაუფასურდა. მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.