სიახლეები
2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა
2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი უმეტესად შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა, ხოლო მესამე კვარტალში ინდექსი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირების ფასების ინდექსშიც. წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ) $791 - $866-ის ფარგლებში მერყეობდა, გაქირავების ფასმა (1 კვ.მ.) კი $7.0-$7.4 შეადგინა.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (გასაყიდი ფასი – $1,012, გაქირავების ფასი $8.5), ყველაზე იაფი კი – გლდანში (გასაყიდი ფასი – $535, გაქირავების ფასი – $4.3). აღსანიშნავია, რომ
საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისის თითქმის ყველა რაიონშია შემცირებულია, მაშინ როცა საშუალო გაქირავების ფასი თითქმის უცვლელია.
2017 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო კომერციული უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსის შემცირება, შედეგად 2017 წლის მეოთხე კვარტალში ინდექსი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა, შედეგად კომერციული უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ) $1,032-მდე შემცირდა. რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ფასების ინდექსს, ის ბოლო წლებში ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2017 წელს ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა.
2017 წელს უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებულია აგრეთვე ბათუმსა და ქუთაისშიც. ბაზრის გააქტიურების ფონზე უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი შემცირებულია როგორც ბათუმში (-1.7%), ასევე ქუთაისში (-3.9%). თუმცა ბათუმში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ. – $739) კვლავ 2-ჯერ აღემატება ქუთაისში უძრავი ქონების გასაყიდ საშუალო ფასს (1 კვ.მ. – $354).
მსგავსი სიახლეები

5 ოქტ 2017უძრავი ქონება
რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ბინის იპოთეკური სესხით შეძენა გვინდა?

18 აგვ 2017უძრავი ქონება
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანია ციხისძირში 100-ნომრიან სასტუმროს ააშენებს

12 აპრ 2017უძრავი ქონება
მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა
კვირის გრაფიკი
რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
25 იან 2021კვირის გრაფიკი
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

