05:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე: „ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, პარლამენტის კომიტეტის წევრები და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლები 15 აპრილს ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაემგზავრნენ.

 

ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია აღნიშნული ქვეყნების აუდიტის სამსახურსა და საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრება და მათ საქმიანობას გაეცნობა.

 

ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან, ბელგიის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელებთან.

 

„სპეციალურად ჩვენთვის გამართულ შეხვედრებზე გავეცნობით ჰოლანდიისა და ბელგიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მუშაობის პრაქტიკას, საგადასახადო შემოსავლების აუდიტისა და ხარისხის კონტროლის განხორციელების პროცესს, ყოველწლიური აუდიტის გეგმის მომზადებასა და იმპლემენტაციას, ასევე ევროპულ გამოცდილებას პარლამენტისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ურთიერთობების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ეფექტურად და სწორად მართვაში“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

 

ქართულ დელეგაციაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან კომიტეტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია, რომან გოცირიძე, გია ბენაშვილი და ლელა ქებურია, ასევე, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

 

ვიზიტი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...