11:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთს სირიაში მძიმე ტექნიკა შეჰყავს
კობე გვენეტაძე: "სსფ მისიის პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს შენარჩუნდება"

სიახლეები

სოფო ჯაფარიძე - საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა", რომელიც არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აერთიანებს ცალკეულ უწყებათა ძალისხმევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

 

პრემიერის თანაშემწემ "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის" შესრულება შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2016-2017 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. 

 

კერძოდ, მისი თქმით, შეიქმნა და დაიხვეწა შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩო, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები; 2017 წელს საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებთან. 

 

„სახელმწიფო უწყებები ინტენსიურად მართავენ თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან, ასევე, ახორციელებენ კამპანიებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. თუმცა, მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის - „ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017" შედეგებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებები ტრადიციულ გენდერულ როლებთან მიმართებით. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია საზოგადოების მიმღებლობა ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და მის შემცირებას. აღნიშნულის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა", რომელიც ითვალისწინებს კვლევის მიგნებებს და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აერთიანებს ცალკეულ უწყებათა ძალისხმევას", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ვრცლად, იხილეთ: http://gov.ge/dzaladobistsinaagmdeg/#p=1

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  •  იანვარ-მაისში მგზავრთნაკადი 30.79%-ით არის გაზრდილი
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ივლისი, 2018

• იანვარ-ივნისში ექსპორტი 28.8%-ით, იმპორტი 23%-ით გაიზარდა. • დეპოზიტების 19% რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. • მაისში უძრავი...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9 - 14 ივლისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,16%-ით, ხოლო ევროსთან 0,62%-ით გაუფასურდა. მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.