11:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში? 6 რჩევა პროფესიონალებისგან
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

ჯეიმს კომიმ სააგენტო ABC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა

ჯეიმს კომიმ სააგენტო ABC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა

16 აპრ 2018საერთაშორისო სიახლეები

 

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ თანამდებობიდან სკანდალური გადაყენების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა სააგენტო ABC-ს.  

 

კომიმ ტრამპის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა და ამერიკის პრეზიდენტს "სერიული მატყუარა" უწოდა. "ის ქალებს ისე ექცევა რგორც ხორცის ნაჭრებს და არ აქვს მორალური უფლება ამერიკას მართავდეს", - თქვა ყოფილმა ჩინოვნიკმა. 

 

საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპმა კომის წინააღმდეგ კონტრგანცხადებები ინტევიუს ეთერში გასვლამდე გააკეთა და სიცრუეში პირიქით დასდო ბრალი. 

 

"პრეზიდნტი უნდა იმსახურებდეს პატივისცემას და იზიარებდეს ღირებულებებს, რომელზეც ქვეყანაა აშენებული. ერთ-ერთი ასეთი ღირებულება სამართლიანობაა და ტრამპს ეს არ შეუძლია", - თქვა კომიმ.  

 

სააგენტომ კომის ინტერვიუ თავის ოფიციალურ Twitter-ზე გაავრცელა. FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელი ამერიკის პრეზიდენტს უამრავი შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენიებს: მატყუარა, ამორალური, ქალთმოძულე და ა.შ. 

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა FBI-ს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან საეჭვო მიზეზით გაათავისუფლა. 

 

წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა მაშინ გამოაქვეყნა ამ ფაქტთან დაკავშირებით, საკმაოდ მკვეთრი და არადიპლომატიური გზით იყო ახსნილი გათავისუფლების მიზეზი: „მას არ შეუძლია FBI-ს მართვა“ - წერდა თეთრი სახლი.  

 

კომი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჰაკერულ ჩარევასთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  •  იანვარ-მაისში მგზავრთნაკადი 30.79%-ით არის გაზრდილი
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9 - 15 ივლისი, 2018

• იანვარ-ივნისში ექსპორტი 28.8%-ით, იმპორტი 23%-ით გაიზარდა. • დეპოზიტების 19% რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე მოდის. • მაისში უძრავი...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9 - 14 ივლისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,16%-ით, ხოლო ევროსთან 0,62%-ით გაუფასურდა. მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.