19:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ჯეიმს კომიმ სააგენტო ABC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა

სიახლეები

როგორ მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში? 6 რჩევა პროფესიონალებისგან
 
ბოლო პერიოდში, მედიაში, სულ უფრო ხშირად არის საუბარი შესაძლო ბირთვულ ომზე.  როგორ გადავრჩეთ ბირთვული ომის ზონაში? სააგენტო Popmech აქვეყნებს პროფესიონალების 8 რჩევას:
 
1. ყველას, ვინც აფეთქების ადგილიდან 800 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული, გადარჩენის 10%-იანი შანსი აქვს, ხოლო იმათთვის, ვინც ბირთვული აფეთქების ადგილიდან 3,2 კილომეტრით არიან დაშორებული, ეს შანსი 50%-ა.  რადიაცია სწრაფად ვრცელდება: თუ იმყოფებით აფეთქების ადგილიდან 8 კილომეტრში, თქვენ დაახლოებით 10-15 წუთი გაქვთ იმისთვის, რომ იპოვოთ თავშესაფარი. მთავარია, დააკვირდეთ, საით მოძრაობს ქარი და იმოძრაოთ იმ მიმართულებით, საიდანაც მას თქვენსკენ რადიაცია არ მოაქვს. არ გაიხედოთ აფეთქების ან მოსალოდნელი აფეთქების მხარეს - შეიძლება დაბრმავდეთ. არ დამუწოთ პირი, რათა თქვენი ყურის ბარაბნებმა გაუძლოს აფეთქების საშინელ ხმას, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება.
 
2. თუ აფეთქების ადგილიან 8 კილომეტრით ხართ დაშორებული ან უფრო ახლოს იმყოფებით, თქვენ გაქცევის დრო არ გაქვთ. უნდა მონახოთ თავშესაფარი. საუკეთესო ვარიანტია მაღალსართულიანი შენობის ღრმა სარდაფი, მეტრო ან ოთახი ფანჯრების გარეშე. თუ მსგავს ნაგებობამდე ვერ აღწევთ, სასურველია ახვიდეთ მეათე სართულზე უფრო მაღლა, მაგრამ გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში შეიძლება ავიაციის მთავარ სამიზნეში აღმოჩნდეთ.
 
3. თუ აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით ცხოვრობთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს. თქვენ აუცილებლად გეტყვიან საით მოძრაობს რადიაცია და საით უნდა იმოძრაოთ თქვენ, რათა მას თავი აარიდოთ და უსაფრთხო ზონაში აღმოჩნდეთ. 
 
4. ერიდეთ ძირითად ავტომაგისტრალებს. სავარაუდოდ, ასეთ გზაზე საცობი წარმოიქმნება და ფეხით მოგიწევთ გზის გაგრძელება.  ეძებეთ სამთავრობო შენობები, სამხედრო ბაზები, პორტები და მსხვილი სავაჭრო ცენტრები, რომლებსაც აუცილებლად ექნება ბუნკერი და სადაც შეგიფარებენ. 
 
5. თუ თვლით, რომ რადიაციამ თქვენამდე უკვე მოაღწია, გაახვიეთ ტანსაცმელი პოლიეთილენის პაკეტში და გადააგდეთ ის ადამიანებისგან შორს. მიიღეთ შხაპი, იბანავეთ რაც შეიძლება დიდხანს. ხოლო შხაპის მიღების შემდეგ ერიდეთ ონკანის ან წყაროს წყალთან კონტაქტს, რადგან რადიაცია მალე გრუნტის წყლებსაც მიაღწევს. 
 
6. არ არსებობს ზუსტი განსაზღვრება იმ დროის, რამდენიც თქვენ თავშესაფარში უნდა დაჰყოთ. ელოდეთ ინტერნეტში ან რადიოში (თუ ამის საშუალება გაქვთ) გავრცელებულ მოწოდებას. გახსოვდეთ, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგაკითხავენ. მოიმარაგეთ იმდენი საკვები და სასმელი, რამდენის მომარაგებასაც უსწრაფესად შეძლებთ და ეცადეთ მინიმალურად დახარჯოთ. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • იანვარ-მარტში ევროკავშირში ექსპორტი 27,6%-ით გაიზარდა დსთ-ში 48%-ით
  • „საქართველოს ბანკმა“ სპეციალურად ტურისტებისთვის Tourist Card შექმნა
  • დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

მამუკა ბახტაძე - უნდა შევამციროთ ჭარბვალიანობა და გავაკეთოთ პრევენცია, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 9 - 14 აპრილი, 2018)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.26%-ით, ხოლო ევროსთან მიმდინარე კვირაში 0.75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.