23:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის" – გრანტი 33 მილიონი დოლარით იზრდება
დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს

სიახლეები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მასობრივი თავშეყრის ობიექტების სავალდებულო დაზღვევის საკითხს მხარი დაუჭირა

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სულამანიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილება მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელს (ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურები, სასტუმროები და დასასვენებელი სახლები) ავალდებულებს მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც შეამცირებს ქვეყანაში ხანძრით, აფეთქებით, ჩამონგრევით გამოწვეული შედეგების სოციალურ-ეკონომიკურ სიმძიმეს. ცვლილებით, ასევე, სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის განისაზღვრება სახდელის ოდენობა.

 

მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროეტის თანახმად, საქართველოში იქმნება ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, საგარეო ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარებას და დასაქმებას.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად „საპარტნიორო ფონდმა“, კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი (სადაზღვევო ორგანიზაცია) - საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნება.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ სააგენტოს დაფუძნება საჭიროა, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტი ტოვებს შეკითხვებს, რომლებზეც ამომწურავი პასუხების გარეშე კომიტეტი მას მხარს ვერ დაუჭერს. სხდომაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი კვირის ვადაში გაიმართოს სამუშაო შეხვედრები, რის შემდეგაც ხელახლა გადამუშავებული კანონპროექტი გამოვა კომიტეტზე განსახილველად.

 

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიასა და ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროქტის მიხედვით რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდება, მაგალითად, როგორიცაა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე და სხვა, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება.

 

კანონპროექტის მიხედვით შესაბამისი ნებართვის გარეშე, თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა, ადმინისტრაციული წესით ისჯება.

 

კომიტეტის წევრების შეკითხვებს მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ამომწურავად უპასუხა, თუმცა, კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ კანონპროექტი დამატებით დაზუსტებებს საჭიროებს. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი სწორედ იმ დათქმით დაუჭირა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება დამატებითი სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველა წამოჭრილი თემა დაზუსტდება.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.