17:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
26-29 აპრილს მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენა - "Caucasus Build 2018" გაიმართება
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ იმსჯელეს

სიახლეები

Youtube პლატფორმის გასუფთავებას ცდილობს, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ

 

Youtube პლატფორმის გასუფთავებას ცდილობს. კომპანია Google-ში, რომელსაც Youtube ეკუთვნის, განაცხადეს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე 8 მილიონ ვიდეოზე მეტი წაიშალა წესების დარღვევის გამო. უმეტესობა მათგანი იყო სპამი ან 18+ შინაარსის მქონე ვიდეორგოლი. 

 

ამის შესახებ Youtube-ის 2018 წლის პირველ კვარტალურ ანგარიშში წერია, რომელიც ორშაბათს, 23 აპრილს გამოქვეყნდა. 

 

ეს ერთგვარი პასუხი იყო გასულ კვირაში CNN-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძებაზე, რომელმაც გამოავლინა 300-ზე მეტი შემთხვევა, როცა ადამიანები Youtube-ის საშუალებით ეწევიან ფაშიზმის და ნაციონალიზმის პროპაგანდას, ავრცელებენ პედოფილიურ ვიდეორგოლებსა და მოსაზრებებს და მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. 

 

Youtube-ს 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და, რასაკვირველია, კონტენტის სრული გაფილტვრა ჭირს, თუმცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. 

 

Google წლის ბოლომდე დამატებით 10 000 თანამშრომლის დაქირავებას აპირებს, რათა უფრო მკაცრად გაკონტროლდეს იმ ინფორმაციის შინაარსი, რაც მისი პლატფორმების საშუალებით ვრცელდება. 

 

კომპანიამ 2018 წლის პირველ კვარტალში 9,4 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო, რაც დიდი წინსვლაა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 5,4 მილიარდ დოლარიანი შემოსავლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...