10:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
აშშ-ის შემდეგ იერუსალიმში საელჩოები მის მომხრეებსაც გადააქვთ

სიახლეები

თეთრი სახლი ყირიმის ხიდის აგებისთვის რუსეთს მწვავედ აკრიტიკებს

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირიმის ხიდის გახსნისთვის რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა.  19 კილომეტრიანი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყირიმის ნახევარკუნძულსა და კრასნოდარის მხარეს, დღეს, 16 მაისს, ოფიციალურად გაიხსნა საავტომობილო მიმოსვლისთვის.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ხიდის აგებსა რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის, რომელიც რუსულმა მხარემ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ააგო.  ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ რუსეთი საერთაშორისო კანონებს არღვევს“, - თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. 

 

მისი თქმით, “ხიდი არა მხოლოდ წარმოადგენს რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის განმტკიცების მცდელობას, არამედ ამ გზით შემცირდება მარიუპოლისა და ბერდიანსკას პორტების დატვირთვა, ხოლო უკრაინული ხომალდების უდიდესი ნაწილი აზოვის ზღვაზე გასასვლელს დაკარგავს. რაც ყოვლად დაუშვებელია“.

 

სახელმწიოფო დეპარტამენტში შეახსენეს რუსეთს, რომ სანქციები მათ წინააღმდეგ იქამდე არ გაუქმდება, სანამ უკრაინა თავის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს.

 

„ვაშინგტონი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკმაყოფილოა, თუმცა ყირიმი რუსეთის ნაწილია“, - თქვა აშშ-ში რუსეთის ელჩმა საახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.