10:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Facebook-მა 2018 წლის პირველ კვარტალში 583 მილიონი ყალბი ანგარიში გააუქმა
დოლარი ბოლო 5 თვის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა

სიახლეები

მერია ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის სახლებს ააშენებს

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

 

მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე, საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება ვერ შეძლეს. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა.

 

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს წარმოადგენენ, რომლებმაც თავის დროზე, ბინათმშენებლობის ღირებულება გადაიხადეს, თუმცა სახელმწიფომ ამ ბინების მშენებლობა ვერ შეძლო და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც სახელმწიფოს ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლითაც პირველ ეტაპზე, მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

„შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე, ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები დაკმაყოფილდებიან. შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც სარეიტინგო ქულა არ გააჩნია, შეუძლიათ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.