10:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სომხეთში მომიტინგეები ერევნის მერიაში შეიჭრნენ
მერია ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის სახლებს ააშენებს

სიახლეები

Facebook-მა 2018 წლის პირველ კვარტალში 583 მილიონი ყალბი ანგარიში გააუქმა

 

 

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა  პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია მომხმარებელთა ცრუ ანგარიშებთან, სპამთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტურობის შესახებ.  

 

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები Facebook-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, ამა წლის იანვარ-მარტში სოციალურმა ქსელმა 583 მილიონი ყალბი პროფილი გააუქმა. 

 

საინტერესოა, რომ ეს ცრუ ანგარიშები Facebook-ზე შემსვლელთა 3-4%-ს წარმოადგენდა.

 

რაც შეეხება სპამს, დეზინფორმაციასა და სხვა პუბლიკაციებს, რომლებიც არ შეესაბამება სოციალური ქსელის პოლიტიკას, Facebook-მა 866 მილიონი ასეთი ჩანაწერი წაშალა. აქედან 21 მილიონი პუბლიკაცია პორნოგრაფიას შეიცავდა, ხოლო სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 2,5  მილიონი პუბლიკაცია დაიბლოკა. 

 

ამ ჩანაწერთა უმრავლესობა, თითქმის 96%, Facebook-ის ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა. 

 

შეგახსენებთ, ამავე პერიოდში Facebook-ის კვარტალურმა შემოსავალმა 11,97 მილიოარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-იან ზრდას ნიშნავს.  სოციალური ქსელის სუფთა მოგებამ 4,99 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.