11:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე:„ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია"
როლში შესული ენტონი ჰოპკინზი ბრიტანეთში უსახლკარო ეგონათ და მოხუცთა თავშესააფრში სურდათ მისი წაყვანა

სიახლეები

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო

 

სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობას.

 

ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის ფორმირებაში პარლამენტების როლზე ისაუბრებს.

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ დანელიას განცხადებით, ასამბლეა მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირებისთვის.

 

„შავი ზღვის საპარლამენტო ეკონომიკური ფორუმი საკმაოდ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ვინაიდან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, საქართველო ძალიან გააქტიურდა და ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო რეზოლუციები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. დღევანდელი დღე ეძღვნება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 25 წლის იუბილეს, რომელსაც ესწრება ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე. არის უმაღლესი დონე და ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ მოვახდინოთ კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირება როგორც ინსტიტუციური, ამ შემთხვევაში საპარლამენტო, ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, სამიტზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

 

„ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე - ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია გრძნობს ყველა სხვა დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აწუხებს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • გიორგი კვირიკაშვილი - ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება
  • 26 მაისთან დაკავშირებით თბილისის მერია სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს
  • ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 14 - 20 მაისი, 2018

• იანვარ-აპრილში ექსპორტი 22%-ით, იმპორტი 22,3%-ით გაიზარდა. • აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 14 - 19 მაისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,2%-ით, ხოლო ევროსთან 1.5%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.