10:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო

სიახლეები

ირაკლი კობახიძე:„ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია"

 

 

„გასული 25 წლის მანძილზე მსოფლიომ შეძლო დაენახა საქართველოს ერთგულება მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისადმი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მიზანსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, მიღწეული შედეგები აჩვენებს, რომ ასამბლეა სამართლიანად ითვლება ფასდაუდებელ საზოგადო სიკეთედ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეიქმნა და მნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრა თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გაბედული ნაბიჯების წყალობით.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას და წევრ ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად უწყობდა ხელს საქართველო. მისივე თქმით, საქართველომ შეძლო სუსტი სახელმწიფოდან საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

 

„მეგობრობის დაფასება ქართული კულტურისა და ტრადიციის ნაწილია და არსებობს მრავალი პოზიტიური საქმიანობა და ინიციატივები, რომლებიც აჩვენებს საქართველოს მისწრაფებას მეგობრობის, გულწრფელობის, ურთიერთსარგებლობის, პატივისცემისა და საკუთარ პოლიტიკაში ჩართვისკენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით.

 

გასული 25 წლის მანძილზე მსოფლიომ შეძლო დაენახა საქართველოს ერთგულება მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისადმი. ჩვენ განვიცადეთ როგორც წინსვლა, ასევე უკუსვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ წარმატებას მიაღწია და შეძლო სუსტი სახელმწიფოდან საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა, არაეფექტიანი ეკონომიკიდან წარმატებული დემოკრატიული რეფორმების გზაზე გადასვლა, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სათანადო სოციალური მომსახურებების მიწოდება და თავისუფალი ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ წლების მანძილზე საქართველომ ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. მისი შეფასებით,  2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით და ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და გარდაქმნისთვის ძლიერ სტიმულს წარმოადგენდა.

 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ წლების მანძილზე საქართველომ წამოიწყო სვლა ევროპის ერთა ოჯახისკენ, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სამართლიანად მიეკუთვნება. სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითადი საკითხები იყო. შესაბამისად, 2014 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში და წარმოადგენდა ჩემი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ნამდვილი გარდაქმნის ძლიერ სტიმულს. მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმებამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები, რადგან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ.

 

ვამაყობ, რომ ამ რეფორმების გამო საქართველო გახდა რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სტაბილურობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, რაც სათანადოდ აისახა ჩვენს რეიტინგზე საერთაშორისო ინსტიტუტებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირთან როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას, ქვეყანას, ასევე, სურს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია. 

 

„ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია. ბოლო პერიოდში საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გზით, რითაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს ჩინეთთან, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანასთან თურქეთის რესპუბლიკის ჩათვლით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მეტად ხდება სტრატეგიული ადგილი ევროპასა და აზიას შორის ინტენსიური ეკონომიკური კავშირებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ამ ხიდის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველომ,  საკუთარი ავტორიტეტი დაამტკიცა.

 

„საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მეტად ხდება ევროპასა და აზიას შორის ინტენსიური ეკონომიკური კავშირების  სტრატეგიული ადგილი. ამ ხიდის  მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველომ, დაამტკიცა საკუთარი ავტორიტეტი, როგორც ნავთობისა და გაზის მიწოდების მნიშვნელოვანმა სატრანზიტო დერეფანმა, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან ცენტრალური აზიისა და კასპიის ტერიტორიებიდან. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მნიშვნელოვან რეგიონულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რომელთა შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი (Silk Wind), სატრანსპორტო დერეფანი „ლაპის ლაზული“ ("Lapis Lazuli), სატრანსპორტო დერეფანი „სპარსეთის ყურე, ირანი - შავი ზღვისპირეთი, ევროპის ქვეყნები“ და მრავალი სხვა.

 

 საქართველო ასევე გახდა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი რგოლი და აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩინეთის ინიციატივაში „სარტყელი და გზა“. რეგიონის გეოსტრატეგიული პოზიციის ეფექტიანი გამოყენებისა და აბრეშუმის გზის ე. წ. „შუა დერეფნის“ გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ უკვე დავიწყეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების კომპლექსური მრავალმილიონიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საქართველოს ავტომაგისტრალების დაჩქარებული მშენებლობა, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება.

 

საქართველოში მიმდინარე ეს უაღრესად დადებითი მოვლენები გვარწმუნებს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთის წევრი ქვეყნების ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური ინტეგრაცია ერთადერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების განზომილებები შავი ზღვის მთლიანი ტერიტორიის ფარგლებში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

 

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ შავი ზღვის რეგიონში: ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი აგრძელებს გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას და თავად ამ ორგანიზაციის არსი მიზნად ისახავს „შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის რეგიონად გარდაქმნას“, როგორც ეს განცხადებულია ჩვენი ორგანიზაციის ქარტიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ვიპოვოთ მშვიდობიანი გზა გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების საფუძველზე, რათა გადავჭრათ არსებული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში.

 

„გვწამს, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.