10:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბანკებში შესაძლოა შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის
ირაკლი კობახიძე: „ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით - ეს იქნება ყველას საერთო მიზანი“

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე, საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება ვერ შეძლეს. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა. „90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს წარმოადგენენ, რომლებმაც თავის დროზე, ბინათმშენებლობის ღირებულება გადაიხადეს, თუმცა სახელმწიფომ ამ ბინების მშენებლობა ვერ შეძლო და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც სახელმწიფოს ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია მომხმარებელთა ცრუ ანგარიშებთან, სპამთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტურობის შესახებ. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები Facebook-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, ამა წლის იანვარ-მარტში სოციალურმა ქსელმა 583 მილიონი ყალბი პროფილი გააუქმა. საინტერესოა, რომ ეს ცრუ ანგარიშები Facebook-ზე შემსვლელთა 3-4%-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება სპამს, დეზინფორმაციასა და სხვა პუბლიკაციებს, რომლებიც არ შეესაბამება სოციალური ქსელის პოლიტიკას, Facebook-მა 866 მილიონი ასეთი ჩანაწერი წაშალა. აქედან 21 მილიონი პუბლიკაცია პორნოგრაფიას შეიცავდა, ხოლო სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 2,5 მილიონი პუბლიკაცია დაიბლოკა.

დემონსტრანტები, რომლებიც ერევნის მერიასთან ახლოს მდებარე სკვერში ხეების ჭრას აპროტესტებენ, მერიის შენობაში შეიჭრნენ და ერევნის მერთან, ტარონ მარგარიანთან მოითხოვეს შეხვედრა. შეჭრის აღკვეთას წარუმატებლად ცდილობდა პოლიცია. მას შემდეგ, რაც მერმა დემონსტრანტებტან შეხვედრაზე უარი თქვა, მათ მოთხოვნა შეცვალეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას რადიო „აზატუტიუნი“ ავრცელებს. მონაწილეებს პრეტენზიები ჰქონდათ სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ პაშნიანთანაც. ისინი მისგან მოითხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გააუქმოს წინა მთავრობის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებები.

დოლარი ბოლო 5 თვის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა აშშ-ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტებისგან შემდგარ სავალუტო კალათასთან მიმართებით. დოლარი ინდექსი (DXY), რომელიც დოლარის 6 ძირითად ვალუტასთან უერთიერთქმედების მაჩვენებელია, დღეს 93,41-მდე გაიზარდა. ექსპერტების აზრით, დოლარის გამყარება განპირობებულია კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების განმუხტვითა და იმით, რომ აშშ და ჩინეთი ცდილობენ გვერდი აუარონ სრულფასოვან სავაჭრო ომს. რაც უფრო მცირდება მათი სავაჭრო დაპირისპირების მოლოდინი, ამერიკული ვალუტა მით უფრო მყარდება. პროცესი აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირიმის ხიდის გახსნისთვის რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა. 19 კილომეტრიანი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყირიმის ნახევარკუნძულსა და კრასნოდარის მხარეს, დღეს, 16 მაისს, ოფიციალურად გაიხსნა საავტომობილო მიმოსვლისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ხიდის აგებსა რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის, რომელიც რუსულმა მხარემ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ააგო. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ რუსეთი საერთაშორისო კანონებს არღვევს“, - თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. მისი თქმით, “ხიდი არა მხოლოდ წარმოადგენს რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის განმტკიცების მცდელობას, არამედ ამ გზით შემცირდება მარიუპოლისა და ბერდიანსკას პორტების დატვირთვა, ხოლო უკრაინული ხომალდების უდიდესი ნაწილი აზოვის ზღვაზე გასასვლელს დაკარგავს. რაც ყოვლად დაუშვებელია“.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.