05:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Fitch: სავაჭრო დაპირისპირება ეკონომიკას ვერ შეაფერხებს
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

აშშ-ში კალიფორნიის შტატის 3 დამოუკიდებელ შტატად გაყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება

 

 

ინიციატივას, რომელიც კალიფორნიის შტატის სამ ნაწილად გაყოფას გულისხმობს, ამერიკის მოქალაქეები ნოემბერში გამართულ არჩევნებზე შეაფასებენ. ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კალიფორნიის გაყოფის მოთხოვნის პეტიციამ 400 ათას მხარდამჭერზე მეტი მოაგროვა. ინფორმაციას სააგენტო CNN აქვეყნებს.

 

ინიციატივა წამოაყენა და ხმების შეგროვების პროცესს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა მილიარდერი ტიმ დრეიპერი. „კალიფორნიის სამ შტატად გაყოფა რეგიონს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი და მოწესრიგდება საგადასახადო სისტემა“, - თვლის მილიარდერი.

 

თუ ინიციატივა რეფერენდუმში წარმატებას მიაღწევს, კალიფორნიის ადგილზე გაჩნდება სამი შტატი: ჩრდილოეთ კალიფორნია, სამხრეთ კალიფორნია და ახალი კალიფორნია.

 

ჩრდილოეთ კალიფორნიის პოპულაცია 13,3 მილიონს მიაღწევს, ახალ კალიფორნიაში 12,3 მილიონი ადამიანი იცხოვრებს, ხოლო სამხრეთ კალიფორნიაში - 13,9. ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი შტატი ჩრდილოეთ კალიფორნია იქნება, სადაც, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ამერიკაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი მშპ ფიქსირდება (63 ათასი აშშ დოლარი).

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.