11:46 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
აშშ-ში კალიფორნიის შტატის 3 დამოუკიდებელ შტატად გაყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება

სიახლეები

Fitch: სავაჭრო დაპირისპირება ეკონომიკას ვერ შეაფერხებს

 

 

რეიტინგების ავტორიტეტული სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ სავაჭრო დაპირისპირება აშშ-სა და მის პარტნიორებს შორის გლობალური ეკონომიკის ზრდას ვერ შეაფერხებს.

 

მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ სააგენტო აშშ-ში ინფლაციის სწრაფ ზრდას მიიჩნევს. შესაბამისი საკითხები განხილულია სააგენტოს უახლეს ანგარიშში Global Economic Outlook.

 

აშშ-ში ინფლაცია 2007-09 წლების შემდეგ რჩებოდა სამიზნე 2%-იან ნიშნულზე დაბლა და მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში გაიზარდა, თანაც - ძალიან სწრაფად.

 

Fitch-ის აზრით, ეს „ინფლაციურ შოკს“ გამოიწვევს და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლის გლობალურ კორექტირებას გამოიწვევს, ბაზარზე კი რყევებს გააძლიერებს.

 

სამომხმარებლო ფასების ზრდამ აშშ-ში უკანასკნელ თვეში 2,8% შეადგინა. გარდა ამისა, ამ ფონზე უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკა.

 

ჩნდება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი საპროცენტო განაკვეთებს 2018 წელს ოთხჯერ გაზრდიან და არა სამჯერ, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში (მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების) აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებსაც მოუწევთ, რათა არ გახდეს მათი ბაზრიბიდან კაპიტალის გადინება.

 

გარდა ამისა, Fitch მიიჩნევს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი სტიმულირების პოლიტიკას შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული