15:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტერეზა მეი ევროპას რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
Fitch: სავაჭრო დაპირისპირება ეკონომიკას ვერ შეაფერხებს

სიახლეები

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი  მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი.  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 11-დან  15  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები
  • სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს
  • საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 ოქტომბერი, 2018

• 2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. • სექტემბერში სახელმწიფო ობლიგაციებზე...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 ოქტომბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,95%-ით, ხოლო ევროსთან 1,56%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.