05:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას იწყებს
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სიახლეები

ტერეზა მეი ევროპას რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ  ივნისში გასამართ ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს.

 

„ევროკავშირის სამიტზე უამრავი თემა იქნება დღის წესრიგში, მათ შორის არის რუსეთისთვის სანქიცების გამკაცრება. მე დავაყენებ ამ სანქციების შენარჩუნებისა და სასანქციო რეჟიმის გაძლიერბის საკითხს, რადგან მინსკის შეთანხმება არ სრულდება“, - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ამ დროისთვის რუსეთის წინააღმდეგ სამი სხვადასხვა ევროპული სანქციათა პაკეტი მუშაობს: ეკონომიკური, ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები და კონკრეტული სანქციები, რომლებიც ყირიმის ანექსიის გამოა დაწესებული.

 

მოსალოდნელია, რომ ივნისის სამიტზე სანქციების შერბილების მომხრე იქნება იტალიის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე:

 

"ჩვენ ვიქნებით გახსნილობისა და კარგი ურთიერთობის ადვოკატები რუსეთთან, რომელმაც ბოლო წლებში გაამყარა თავისი საერთაშორისო როლი სხვადასხვა გეოპოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტისას. ჩვენ ვიქნებით სანქციების გადახედვის ინიციატორები. განსაკუთრებით, იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსულ სამოქალაქო საზოგადოებას ეხება და ემუქრება", - განაცხადა კონტემ იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას. 

 

შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2 დღის წინ გააფართოვა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.