05:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

13 ივნ 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს და, ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში რეგიონის ფინანსურ ბაზრებზე მაღალია მერყეობა, რომლის ფონზე გაზრდილია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები.

საქართველოს უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იაკივ სმოლი ეწვია. ოფიციალურ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძლობს. უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების გაცნობა და განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებაა. კობა გვენეტაძისა და იაკივ სმოლის შევედრაზე ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიმოიხილეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინის ცენტრალური ბანკის დელეგაციის სამუშაო შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის და ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

ინიციატივას, რომელიც კალიფორნიის შტატის სამ ნაწილად გაყოფას გულისხმობს, ამერიკის მოქალაქეები ნოემბერში გამართულ არჩევნებზე შეაფასებენ. ამ საკითხის მემორანდუმზე გატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კალიფორნიის გაყოფის მოთხოვნის პეტიციამ 400 ათას მხარდამჭერზე მეტი მოაგროვა. ინფორმაციას სააგენტო CNN აქვეყნებს. ინიციატივა წამოაყენა და ხმების შეგროვების პროცესს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა მილიარდერი ტიმ დრეიპერი. „კალიფორნიის სამ შტატად გაყოფა რეგიონს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს, გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი და მოწესრიგდება საგადასახადო სისტემა“, - თვლის მილიარდერი. თუ ინიციატივა რეფერენდუმში წარმატებას მიაღწევს, კალიფორნიის ადგილზე გაჩნდება სამი შტატი: ჩრდილოეთ კალიფორნია, სამხრეთ კალიფორნია და ახალი კალიფორნია.

რეიტინგების ავტორიტეტული სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ სავაჭრო დაპირისპირება აშშ-სა და მის პარტნიორებს შორის გლობალური ეკონომიკის ზრდას ვერ შეაფერხებს. მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ სააგენტო აშშ-ში ინფლაციის სწრაფ ზრდას მიიჩნევს. შესაბამისი საკითხები განხილულია სააგენტოს უახლეს ანგარიშში Global Economic Outlook. აშშ-ში ინფლაცია 2007-09 წლების შემდეგ რჩებოდა სამიზნე 2%-იან ნიშნულზე დაბლა და მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში გაიზარდა, თანაც - ძალიან სწრაფად. Fitch-ის აზრით, ეს „ინფლაციურ შოკს“ გამოიწვევს და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლის გლობალურ კორექტირებას გამოიწვევს, ბაზარზე კი რყევებს გააძლიერებს. სამომხმარებლო ფასების ზრდამ აშშ-ში უკანასკნელ თვეში 2,8% შეადგინა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ივნისში გასამართ ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს. „ევროკავშირის სამიტზე უამრავი თემა იქნება დღის წესრიგში, მათ შორის არის რუსეთისთვის სანქიცების გამკაცრება. მე დავაყენებ ამ სანქციების შენარჩუნებისა და სასანქციო რეჟიმის გაძლიერბის საკითხს, რადგან მინსკის შეთანხმება არ სრულდება“, - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამ დროისთვის რუსეთის წინააღმდეგ სამი სხვადასხვა ევროპული სანქციათა პაკეტი მუშაობს: ეკონომიკური, ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები და კონკრეტული სანქციები, რომლებიც ყირიმის ანექსიის გამოა დაწესებული. მოსალოდნელია, რომ ივნისის სამიტზე სანქციების შერბილების მომხრე იქნება იტალიის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ივნ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 ივნ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

18 ივნ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ
  • მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთან ფასების ინდექსი 8,4%-ით გაიზარდა
  • „წითელი ბაღი“-ს რეაბილიტაცია იწყება

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 ივნისი, 2018

• იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, იმპორტი 23.3%-ით გაიზარდა. • 2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 32.9%-ით შემცირდა. • მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 13%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 11 - 16 ივნისი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,47%-ით, ხოლო ევროსთან 1,14%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.