07:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა სხვაობაა ციფრულ ვალუტასა და კრიპტოვალუტას შორის?
ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონა 5 წელში მოეწყობა

სიახლეები

ეუთომ რეზოლუცია „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო

 

სოფიო ქაცარავა: „მიუხედავად, ყველა ეტაპზე, რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მიიღო. მადლობას ვუხდი ჩვენი რეზოლუციის თანაინიციატორებს: ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვას და რუმინეთის დელეგაციებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება შევძელით“.

 

მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

 

ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.

 

რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2018 წლის II კვარტალში მშენებლობის სექტორი 7.1%-ით შემცირდა
  • თბილისში პარასკევსა და შაბათს ღამის ავტობუსი იმოძრავებს
  • შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 - 16 სექტემბერი, 2018

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით, იმპორტი 21%-ით გაიზარდა. • 2018 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.4%-ით გაიზარდა. • 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 სექტემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,62%-ით ევროსთან 1,05%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 5 მლნ. ლარის აშშ დოლარი შეისყიდა.