06:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფრთხილად! საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3–4 ჯერ აჭარბებს
ეუთომ რეზოლუცია „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო

სიახლეები

რა სხვაობაა ციფრულ ვალუტასა და კრიპტოვალუტას შორის?

 

 

ხშირად კრიპტოვალუტასა და ციფრულ ვალუტას სინონიმად მიიჩნევენ, თუმცა ეს არასწორია. მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს:

 

ისევე როგორც კრიპტოვალუტა, ციფრული ფულიც ვირტუალურ ფორმატში არსებობს, მას არ აქვს ფიზიკური ექვივალენტი რეალურ სამყაროში. თუმცა ციფრული ფული კლასიკური ვალუტის თვისებების მატარებელია, ის არ არის კრიპტოვალუტასავით მერყევი და, როგორც წესი, მიბმულია რომელიმე რეალურ ვალუტაზე.

 

პრაქტიკაში, ეს არის ერთგვარი ელექტრონული დეპოზიტი, რომელიც ონლაინ ანგარიშსწორებებისთვის გამოიყენება. ის კრიპტოვალუტებზე მეტად არის დამოკიდებული  კლასიკურ ფინანსურ სისტემებზე ან შემოთავაზებულია მათ მიერ.

 

ციფრული ვალუტა ცენტრალიზებულია. არსებობს ადამიანთა ჯგუფი და სერვერი, რომელიც ტრანზაქციებს აკონტროლებს. ციფრული ვალუტა არ სცნობს ანონიმურობის პრინციპს. ნებისმიერი ასეთი ვალუტის შესაძენად თქვენ მოგიწევთ პიროვნების იდენტიფიკაცია.

 

ციფრული ვალუტის ტრანზაქცია მართვადია და ის შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს მისი პირობები კონკრეტული ჯგუფის სასარგებლოდ.

 

კრიპტოვალუტა არის განვითარებული ციფრული ვალუტა. მისი საფუძველი არის კრიპტოგრაფია და, სწორედ ამიტომ, ის ბევრად უფრო საიმედოა.  კრიპტოგრაფია უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო გაცვლას. მესამე პირის მიერ გადაცემული ინფორმაციის მოპოვება ამ შემთვევაში ძალიან რთულია.

 

კრიპტოვალუტა იყენებს ბლოკჩიენსა და ჩანაწერთა სისტემას, რაც მას რეგულატორებისთვის ხელმიუწვდომელს ხდის.

 

კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია და ვერც ერთი კონკრეტული ჯგუფი მას ვერ ვერ აკონტროლებს.  კრიპტოვალუტა არის თქვენი ანონიმურობის გარანტი. კირპტოვალუტის შემთხვევაში ტრანზაქცია არის დამოუკიდებელი და მის პირობებს თავად ადგენთ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2018 წლის II კვარტალში მშენებლობის სექტორი 7.1%-ით შემცირდა
  • თბილისში პარასკევსა და შაბათს ღამის ავტობუსი იმოძრავებს
  • შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 - 16 სექტემბერი, 2018

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით, იმპორტი 21%-ით გაიზარდა. • 2018 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.4%-ით გაიზარდა. • 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 სექტემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,62%-ით ევროსთან 1,05%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 5 მლნ. ლარის აშშ დოლარი შეისყიდა.