07:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
ფრთხილად! საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3–4 ჯერ აჭარბებს

სიახლეები

ტრამპმა გერმანიას "რუსეთის მძევალი" უწოდა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აქვეყნებს.

 

NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საქმიანი ვახშმის დროს ტრამპმა გერმანული მხარის მიმართ უარყოფითი ეპითეტები არ დაიშურა. 

 

სამწუხაროა, რომ გერმანია აპირებს რუსეთის მილიარდები გადაუხადოს,  თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპმა ამ პროექტის გამო გერმანიას „რუსეთის მძევალი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მათი პოზიცია თავდაცვაში არასაკმარისი თანხის დახარჯვასთან დაკავშირებით.

 

ტრამპის თქმით, გერმანიამ გაანადგურა თავის ქვანახშირის თბოელექტროსადგურები და ახლა იძულებულია ენერგორესურსები რუსეთისგან შეიძინოს.  

 

იენს სტოლტენბერგმა ამერიკის პრეზიდენტს დიპლომატიური პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხოლოდ მის განხორციელებაში ჩართულ ქვეყნებს ეხება და NATO-ს კომპეტენციაში მსგავსი საკითხების განხილვა არ შედის.

 

"ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის პროექტი, რომელიც რუსეთიდან ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით უზრუნველყოფს და რომელიც თითქმის სრულად გამორიცხავს უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს.  

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2018 წლის II კვარტალში მშენებლობის სექტორი 7.1%-ით შემცირდა
  • თბილისში პარასკევსა და შაბათს ღამის ავტობუსი იმოძრავებს
  • შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 - 16 სექტემბერი, 2018

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით, იმპორტი 21%-ით გაიზარდა. • 2018 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.4%-ით გაიზარდა. • 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 სექტემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,62%-ით ევროსთან 1,05%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 5 მლნ. ლარის აშშ დოლარი შეისყიდა.