08:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ყველაზე ძვირადღირებული სტადიონები

სიახლეები

Facebook დიდ ბრიტანეთში ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმეს

 

 

Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო სოციალური ქსელი Facebook დიდ ბრიტანეთში  ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Guardian აქვეყნებს.

 

დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომისრის სამსახურმა დაადგინა, რომ Facebook-მა ვერ შეძლო მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა და ვერც მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კომპანიები იყენებდნენ ამ ინფორმაციას.

 

შეგახსენებთ, ანალიტიკურმა კომპანია Cambridge Analytica-მა 2016 წელს უკანონოდ მიიღო წვდომა 87 მილიონი მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე და ეს მონაცემები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გამოიყენა.

 

სკანდალის გამო სოციალურ ქსელს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა და უსაფრთხოების პარამეტრების რადიკალურად შეცვლა მოუწია. გარდა ამისა, მარკ ცუკერბერგი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსა და აშშ-ის კონგრესში პირადად იყო დაბარებული.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2018 წლის II კვარტალში მშენებლობის სექტორი 7.1%-ით შემცირდა
  • თბილისში პარასკევსა და შაბათს ღამის ავტობუსი იმოძრავებს
  • შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 - 16 სექტემბერი, 2018

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით, იმპორტი 21%-ით გაიზარდა. • 2018 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.4%-ით გაიზარდა. • 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 სექტემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,62%-ით ევროსთან 1,05%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 5 მლნ. ლარის აშშ დოლარი შეისყიდა.