23:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკავშირის დაფინანსებით შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიისა და ეროვნული სტანდარტების შემუშავების პროექტი დაიწყო
Facebook დიდ ბრიტანეთში ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმეს

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

11 ივლ 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე ტურისტული ზონის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შემდეგი ეტაპი ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს, რაზეც ამ დროისთვის ტენდერია გამოცხადებული. ენგურის ჰიდროელექტროსაგურის კაშხალზე ტურისტული ზონის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტი სრულად 5 წლის ვადაში განხორციელდება. პროექტი გულისხმობს მსოფლიო დონის ატრაქციის მოწყობას, რომელიც წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარია, ტურისტული ზონის სამშენებლო პროცესში დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები, პარალელური სერვისების გზით მუდმივად დასაქმდება 300-ზე მეტი მოქალაქე.

სოფიო ქაცარავა: „მიუხედავად, ყველა ეტაპზე, რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მიიღო. მადლობას ვუხდი ჩვენი რეზოლუციის თანაინიციატორებს: ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვას და რუმინეთის დელეგაციებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება შევძელით“. მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია შესაბამისი კვლევის შედეგად აკეთებს დასკვნას, რომ საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3–4 ჯერ აჭარბებს. ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს, რომ თავი შეიკავოს ხილის ისეთ ადგილებში შეძენისგან, სადაც ის არ კონტროლდება. "ბაღჩეული კულტურები, როგორიც არის ნესვი და საზამთრო, ძირითადად გამოიყენება დაბინძურებული მიწის გასაწმენდად. ძალიან მარტივად ითვისებს აბსოლუტურაად ყველაფერს ნიადაგიდან. შესაბამისად, ნიადაგის აგროტექნოლოგიური დამუშავებისას, მინერალური სასუქების არასწორი გამოყენების დროს, ის აბსოლიტურად ღრუბელივით ისრუტავს ზედმეტ ჭარბ მინერალურ სასუქებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია“, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო სოციალური ქსელი Facebook დიდ ბრიტანეთში ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Guardian აქვეყნებს. დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომისრის სამსახურმა დაადგინა, რომ Facebook-მა ვერ შეძლო მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა და ვერც მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კომპანიები იყენებდნენ ამ ინფორმაციას. შეგახსენებთ, ანალიტიკურმა კომპანია Cambridge Analytica-მა 2016 წელს უკანონოდ მიიღო წვდომა 87 მილიონი მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე და ეს მონაცემები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გამოიყენა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აქვეყნებს. NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საქმიანი ვახშმის დროს ტრამპმა გერმანული მხარის მიმართ უარყოფითი ეპითეტები არ დაიშურა. სამწუხაროა, რომ გერმანია აპირებს რუსეთის მილიარდები გადაუხადოს, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპმა ამ პროექტის გამო გერმანიას „რუსეთის მძევალი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მათი პოზიცია თავდაცვაში არასაკმარისი თანხის დახარჯვასთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, გერმანიამ გაანადგურა თავის ქვანახშირის თბოელექტროსადგურები და ახლა იძულებულია ენერგორესურსები რუსეთისგან შეიძინოს.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

20 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 ნოე 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.