05:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია​

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალთან ბრძოლის კუთხით სერიოზული წარმატებები ექნება“

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის, შესაძლოა, კანონმდებლობა გადაიხედოს.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, კრიმინალთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით სერიოზული წარმატებები ექნება.

 

„მუშაობა წარიმართება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ბულინგი სკოლებში. შესაბამისად, არის კონკრეტული ზომები მისაღები, არის სტრატეგია ჩამოსაყალიბებელი და პარლამენტი არის ამ ყველაფერში აქტიურად ჩართული. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხებზე.

 

ყველა მიმართულებით არის სამუშაო. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებითი ცვლილებები ხორცილდება, ამ პროცესებს სათავეში უდგას გიორგი გახარია და მისი ხელმძღვანელობით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით იქნება სერიოზული პროგრესი. კრიმინალთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება სერიოზული წარმატებები. 

 

თუ ეს არის საჭირო, მათ შორის, შეიძლება, კანონმდებლობაც გადაისინჯოს“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...