00:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს
ირანი ეროვნულ კრიპტოვალუტას ქმნის

სიახლეები

 საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის ტრანზიტულად შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში,  ბრალდებულმა,  ერთ-ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში  ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას  11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებული 773 190 ლარის საბაჟო ღირებულების პროტეინის გადატანას ახდენდა. 

 

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი  „სარფის“ გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით,  საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება  63 988 ლარს  შეადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და გლობალური დათბობა

24 თებ 2020კვირის გრაფიკი

გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში დღევანდელი პროგნოზით საქართველოს ზღვისპირეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორება. ტემპერატურის არსებული ტემპით მატების შემთხვევაში...

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...