06:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

სიახლეები

თურქული ლირა სარეკორდო ნიშნულამდე გაუფასურდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე

 

The Financial Times: ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაწყებული დიპლომატიური განხეთქილების ფონზე თურქული ლირას კურსმა ახალი სარეკორდო მინიმუმი დააფიქსირა. ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 12%-ზე მეტით გაუფასურდა.

 

ამჟამად 1 აშშ დოლარი 5.93 თურქული ლირა ღირს. 2018 წელს, საერთო ჯამში, ლირა დოლათან მიმართებაში უკვე 35%-ზე მეტით არის გაუფასურებული.

 

აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გარდა ლირაზე ცუდად ისახება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოთქმული შეშფოთება ლირას ვარდნის გამო.

 

საინტერესო კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა: „თუ მათ დოლარები აქვთ, ჩვენ ჩვენი ხალხი გვყავს, ჩვენი მთავრობა და ღმერთი“, - ასე გასცა პასუხი თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით. 

 

შეგახსენებთ, ვაშინგტონმა შეადგინა თურქი ფიზიკური და იურიდიული პირების სია, რომელთა წინააღმდეგაც დაწესდება სანქციები მამა ენდრიუ ბრენსონისა და ამერიკის დიპლომატიური მისიის წევრების დაკავების გამო.

 

თურქეთის მიმართ სასანქციო პაკეტი ძალიან სწრაფად მომზადდა და ის იმეორებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რომლებიც აშშ-ს რუსეთისთვის აქვს დაწესებული.

 

ლირასა და რუბლის გარშემო გაჩენილი პრობლემები უარყოფითა მოქმედებს ლარის კურსზეც. ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 1 კვირაში 9 პუნქტით გაუფასურდა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...