10:19 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

იაცეკ ჩაპუტოვიჩი: „საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში“

 

„საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში. გელით და გავაკეთებთ ყველაფერს  რაც შეგვიძლია, რათა ამ გზაზე დახმარება აღმოგიჩინოთ“, განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან ვარშავის აჯანყების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ღონისძიების სწორედ ლეხ კაჩინსკის სახელობის ვარშავის აჯანყების მუზეუმში გამართვის სიმბოლურ დატვირთვას - „არ არსებობს უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად ძალის უპირატესობისა, არ იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაერთო“... მინისტრმა თავის მიმართვაში გაიხსენა 10 წლის წინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქს, თბილისს უახლოვდებოდნენ. „მაშინ პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა შეეკრიბა რეგიონის 4 ლიდერი და ყოყმანის გარეშე, ორგანიზება გაუკეთა თბილისში ჩაფრენას. პრეზიდენტ კაჩინსკის, ყველაზე უკეთ ესმოდა რუსული აგრესიიდან მომდინარე საფრთხე, მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებელი და ცალსახა წინააღმდეგობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მიმართ“. მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აღნიშნავს, რომ „ათი წლის შემდეგ, პრეზიდენტი კაჩინსკის მიერ,  2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმული სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყანის, პოლონეთის ჯერიც დადგეს“.

 

ვარშავის აჯანყების მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს წერილით მიმართა ასევე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესია საქართველოზე იყო  ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში შემაშფოთებელი უფსკრული გააჩინა“. პრეზიდენტის თქმით იმ ტრაგიკულ მოვლენების მნიშვნელობას სათანადო შეფასება მისცა აწგარდაცვლილმა პოლონეთის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის, ლიტვის, ესტონეთისა პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერთან ერთად და რაც ამავე დროს, გახდა „პოლონურ-ქართული მეგობრობის შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორიის ნაწილი“.

 

„საქართველოს ეროვნული პოეტი შოთა რუსთაველი წერდა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - ეს მნიშვნელოვანი შეგონება და ფასდაუდებელი რჩევაა. გამოვხატავ რწმენას, რომ გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესა და  აგვისტოს სამწუხარო მოვლენების წლისთავს, გვექნება არაერთი შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთესად ურთიერთშეცნობისთვის, ჩვენ ხალხებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის“, ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • შსს–მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა
  • უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
  • თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 აგვისტო, 2018

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28.7%-ით, იმპორტი 22.9%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20,6%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 - 18 აგვისტო, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,78%-ით.ევროსთან კი 1,75%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.