15:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რას წარმოადგენს ახალი ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 9?
ნავთობის ფასი შემცირდა

სიახლეები

აშშ სრულფასოვან "კოსმოსურ სამხედრო ძალას" ქმნის

 

რუსეთი და ჩინეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ კოსმოსური ბაზირების იარაღის შექმნაზე და ამერიკის შეერთებული შტატები იძულებულია საპასუხო ნაბიჯები გადადგას. ასეთი განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა გააკეთა. მის სიტყვებს სააგენტო ABC ციტირებს.

 

სიტყვაში პენსმა პენტაგონის მიერ სრულფასოვანი „კოსმოსური ძალების“ შემქნის იდეაზე, საჭიროებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

„დღეს, როგორც არასდროს, სხვა ქვეყნები ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი კოსმოსური უსაფრთხოების სისტემების მუშაობა და შეამცირონ ჩვენი გავლენა და უპირატესობა კოსმოსში.

 

მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნები - რუსეთიდან და ჩინეთიდან დაწყებული და დასრულებული ჩრდილოეთ კორეითა და ირანით - ქმნიდნენ შეიარაღებას, რომელმაც უნდა დააყრუოს, დააბრმავოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ჩვენი კოსმოსური ნავიგაცია. მოწინააღმდეგეებმა ომის წარმართვის ახალი გეგმა შეიმუშავეს“, - თქვა პენსმა.

 

პენსმა შეახხსენა აუდიტორიას, როგორ გაანადგურა ჩინეთმა კოსმოსში თავისი მეტეოროლოგიური სადგური 2007 წელს, ბალისტიკური რაკეტების საშუალებით.

 

“ეს იყო პროვოკაციული დემონსტრირება ჩინეთის მხრიდან კოსმოსური მილიტარიზების უახლესი შესაძლებლობებისა“, - თქვა პენსმა.

 

შეგახსენებთ, ამერიკის არმიის შემადგენლობაში ახლა 77 კოსმოსური თანამგზავრი შედის. საწყის ეტაპზე, სწორედ ეს გახდება “კოსმოსური ძალების“ საბაზისო ნაწილი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები
  • სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს
  • საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 ოქტომბერი, 2018

• 2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. • სექტემბერში სახელმწიფო ობლიგაციებზე...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 ოქტომბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,95%-ით, ხოლო ევროსთან 1,56%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.